მთავარიპოლიტიკა

ჩვენი ჯარები უპრეცედენტო სიმამაცეს ავლენენ: ჰოვანისიანმა ჩამოთვალა მტრის დანაკარგები

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ბრიფინგზე წარმოადგინა ზარალი, რომელიც მტერმა განიცადა მთელი დღის სამხედრო ოპერაციების შედეგად.

ჰოვანისიანის თქმით, მხოლოდ უკანასკნელი  დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს გააჩნია 440-450  დაღუპული, 800-900 დაჭრილი. საერთოდ  ომის დროს მსხვერპლთა რაოდენობა 2300-ს შეადგენს.

ერთ დღეში ჩამოგდებულია მტრის 10 უმა (ჩამოგდებულია საერთო ჯამში 113 უმა),  45 ჯავშანტექნიკა  (ჯამში 250),  განადგურდა  8-9 ათეული ჯავშანმანქანა,რომლებიც ბრძოლაში არ იყვნენ ჩართულნი,  3 სმერჩი, 3 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი.

„აი ისეთი მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთისა და  სამხრეთის მიმართულებით. ჩვენი ჯარები ავლენენ უპრეცედენტო სიმამაცეს, უნარს, ცოდნას  და აჩერებენ მტრის მძაფრ თავდასხმებს”, – თქვა ჰოვანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button