მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი საუბრობს წარმოსახვით წარმატებაზე, ავრცელებს ცრუ ამბებს. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ.

განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

”აზერბაიჯანის მიერ აგრესია თურქეთის მხარდაჭერით უცხოელი ტერორისტული მებრძოლების მონაწილეობით არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას თან ახლავს დეზინფორმაციისა და გაყალბების კამპანია, რომელიც სცილდება გონიოვრულ აზრს.

ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევს რა ფრონტზე, აზერბაიჯანული მხარე, ერთი მხრივ, საუბრობს წარმოსახვით წარმატებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ავრცელებს ცრუ ჭორებს იმის შესახებ, რომ სომხეთი იჭრება აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით.

ამ სერიიდანაა ბოლოდროინდელი დეზინფორმაცის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სიღრმეში დასახლებუი პუნქტებზე დარტყმის შესახებ.

დეზინფორმაციის კამპანიის მიზანია აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დიდი დასახლებების მასიური დაბომბვის დაფარვა ომის პირველივე დღიდან, რის შედეგადაც მხოლოდ დღეს დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე  და სერიოზულად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ასეთი ცრუ ჭორების გავრცელებით, აზერბაიჯანი ასევე ამზადებს ნიადაგს კრიმინალური პოლიტიკის გაგრძელებისა და ომის გეოგრაფიის გაფართოებისთვის.

აზერბაიჯანის მხარის ყოველი პროვოკაცია მიიღებს შესაბამის პასუხს სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან“.

ნახეთ მეტი
Back to top button