სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა გამოაქვეყნა ვიდეო დაბომბული არცახის დედაქალაქ სტეპანაკერტიდან.
ვიდეო გვიჩვენებს აზერბაიჯანის მიერ აკრძალული იარაღით მშვიდობიანი დასახლების დაბომბვის შედეგებს: დანგრეული შენობები, დამწვარი მანქანები, უმწეო მოხუცები.
ვიდეოში აღნიშნულია, რომ სტეპანაკერტში დაბომბული 5 სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები, საბედნიეროდ, იმ მომენტში იყვნენ თავშესაფარში.
„ერთი-ორი მოხუცი იყო. მოგვიანებით გაირკვევა, თუ რა დაზიანებები მიიღეს მათ”, – ნათქვამია ვიდეოში.
ვიდეოს კომენტარში სომხეთის სახალხო დამცველის არმან თათოიანის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მდგომარეობით სტეპანაკერტში შექმნილი ვითარებაა წარმოდგენილი.
”სტეპანაკერტი არის მშვიდობიანი ქალაქი, რომლის მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივად ესხმიან თავს, რის შედეგადაც ქალაქმა დიდი ზარალი, განადგურებები და მსხვერპლი განიცადა“, – ნათქვამია სომხეთის სახალხო დამცველის საერთაშორისო აუდიტორიისადმი მიმართულ განცხადებაში.
თათოიანი ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არცახში მშვიდობიანი დასახლებების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეგულარულად იყენებენ საერთაშორისოდ აკრძალულ რაკეტებს, რომლებიც აკრძალული ქობინებით არის დატენილი.