მთავარიპოლიტიკა

დავით ტონოიანმა და სომხეთში აშშ-ს ელჩმა იმსჯელეს არცახში არსებულ სიტუაციაზე

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა დღეს მიიღო სომხეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

”თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა საბრძოლო მოქმედებების პროცესი და ხაზი გაუსვა თურქეთის უპრეცედენტო უშუალო მონაწილეობას და მხარდაჭერას აზერბაიჯანული მხარისთვის. დავით ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციის ამ სწრაფი ტემპით განვითარება კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

აშშ-ს ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საომარი მოქმედებების დროს გადაუჭრელი ჰუმანიტარული საკითხების გამო, ამასთან დაკავშირებით დავით ტონოიანმა აღნიშნა, რომ ისინი არ წყდება მეორე მხარის დაინტერესების არ არსებობის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button