პოლიტიკა

ვიდეო არაფერს ამტკიცებს: ჰოვანისიანი სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დაბომბვის შესახებ

აზერბაიჯანული მხარის ჭორები სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან აზერბაიჯანული რეგიონების მიზანში ამოღების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს თქვა აზერბაიჯანული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი  იბომბება სომხეთის  ტერიტორიიდან.

”ეს არის მთლიანად დეზინფორმაცია და ვიდეო, რომელიც გავრცელდა, არაფერს არ ამტკიცებს, ჯერ კიდევ არის საკითხავია,  არის ეს სომხეთი, არცახი თუ საერთოდ სხვა ომი“, – თქვა ჰოვანისიანმა.

მისი თქმით, საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანელები ხშირად  მოიხსენიებენ არცახის დასახლებულ პუნქტებს სომხეთის რაიონად. 

რაც შეეხება სტეპანაკერტის  დაბომბვას, ჰოვანისიანმა ტქვა, რომ  მოწინააღმდეგე იყენებდა  “სმერჩს”, “პოლონეზსა ” და თურქულ „კასირგას”.

ნახეთ მეტი
Back to top button