
ოფიციალური თბილისი უარყოფს ინფორმაციას აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღის გადაცემის შესახებ. როგორც „Sputnik საქართველო“ ავრცელებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ეს სიცრუეა.
მან დაადასტურა, რომ საქართველომ დროებით შეაჩერა სამხედრო ტვირთის ნებართვის გაცემა, მაგრამ ეს არ ეხება სამოქალაქო ტვირთს და ამ თვალსაზრისით, თბილისი განაგრძობს თავის ვალდებულებებს როგორც მესამე ქვეყნების, ასევე მეზობლების მიმართ. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას, მათ შორის სომხურ მხარეს, ნუ მიეცემით დეზინფორმაციას.
”საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ყველას მოუწოდებს დაეყრდნონ დადასტურებულ, სანდო წყაროებს ახალი ამბების გაცვლის დროს”, – თქვა დარსალიამ.
ამას წინათ, სომხეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა სამხედრო ტვირთის გადატანა სახმელეთო და საჰაერო გზით სომხეთსა და აზერბაიჯანში, საომარი მოქმედებების გამო არცახსა და აზერბაიჯანს შორის. ამის შესახებ ორივე მხარე ინფორმირებულია.