მთავარიპოლიტიკა

რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული სომხეთში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალები სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

სომხეთში იმყოფება რუსული 102-ე სამხედრო ბაზა, სომხეთს რუსეთთან აქვს საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა, რომლის ხელშეკრულებაში ნათლად წერია, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მისი გამოყენება სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განუცხადა გერმანიის პერიოდულ გამოცემას „Bild“  და უპასუხა კითხვას,  შესაძლებელია თუ არა, რომ რუსული არმია დაეხმაროს სომხეთს.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევებია, იგი დარწმუნებულია, რომ თუ ეს შემთხვევები მოხდება, რუსეთი შეასრულებს თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button