მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა  და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ესკალაციასტან დაკავშირებული საკითხები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილებული  იქნა  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციიდან გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”რუსულმა მხარემ გამოხატა შეშფოთება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის გამო. აღინიშნა დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა. რუსეთი მზადაა  დაეხმაროს მხარეებს ყარაბაღის მოგვარების პროცესის გაგრძელების პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რუსეთის, აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების შესაბამისად“.

ნახეთ მეტი
Back to top button