
სომხური ფონდის „ჰაიასტანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიკაკ არშამიანმა განუცხადა საინფორმაციო პორტალ „ლურერ“-ს, რომ იგი მაღალ დონეზე აფასებს თანხის შეგროვების პროცესს, რადგან მასში ყველა მონაწილეობს. უკვე შეგროვილია დაახლოებით 23 მილიონი დოლარი.
„ჩვენი ყველაზე დიდი შემოწირულობაა 500,000 აშშ დოლარი, რომელიც საპატრიარქომ პირველ დღეს შესწირა. დიასპორაში, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში, კალიფორნიასა და საფრანგეთში მონაწილეობა ძალიან, ძალიან მაღალია. კალიფორნიის სომხურმა საზოგადოებამ დაახლოებით 7 მილიონი დოლარი გადარიცხა, საფრანგეთმა კი 700-800 ათასი დოლარი შეაგროვა.
აქ არის პრობლემა, სად არიან ადამიანები, რომლებიც არიან დიდი ქველმოქმედები, მსხვილი ბიზნესმენები. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც დიასპორის, ისე სომხეთის ქველმოქმედებზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიასპორის ქველმოქმედებთან დაძალიან მალე გაიგებთ დიდი შემოწირულობის შესახებ. მოკლედ, ამ თანხაში სომხური ბიზნესის წარმომადგენლებისაგან გადარიცხულის 2 მილიონი დოლარი”, – თქვა არშამიანმა.
ახლა საიტზე დაახლოებით 2000 ვიზიტორია, თქვა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დამკითხველებს შეახსენა გუშინ დაწყებული ფლეშმობის შესახებ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ნებისმიერმა სომეხმა თავისი დანაზოგიდან 100 დოლარი უნდა გამოყოს სამშობლოს დასაცავად.
”ჩვენ ველოდებით პირველ 1 მილიონის გადმომრიცხავს, განსაკუთრებით სომხეთიდან. ჩვენ უნდა შევაგროვოთ 1 მილიარდი დოლარი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ეს თანხა, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე პროცენტია“, – დაასკვნა არშამიანმა.