მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა თხოვნით მიმართა ერთი წლის წინათ დემობილიზებულებს

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოუწოდებს  ერთი წლის წინ დემობილიზებულებს გამოცხადნენ  სამხედრო კომისარიატში, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა მათ საომარი მდგომარეობის დროსაც გაწვევის  შესაძლებლობას.

„ბიჭებო, სამშობლოს სჭირდებით, ისინი ვინც  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯარიდან დემობილიზებულები არიან, დიდი თავმოყრის გარეშე გამოცხადდით  ცენტრალურ სამხედრო კომისარიატში. ვისაც   სამხედრო ფორმა შენახული აქვს, ამ ფორმით გამოცხადდეს“,  – თქვა მან.

პრემიერ მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს თბილი სამხედრო ტანსაცმელი, ჯავშანი ან ჩაფხუტი, გადასცეს ისინი ცენტრალურ სამხედრო ბაზას.

„ეს არის ახალი სარდარაპატი.  ჩვენ გვერდიგვერდ უნდა დავდგეთ, მხარი მხარს მივცეთ და მტერი დავამარცხოთ.  ეს ომი კი არა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია”,  – თქვა მან. 

ნახეთ მეტი
Back to top button