ათასობით დაქირავებული იგზავნება ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ათასობით დაქირავებული მებრძოლი ახლო აღმოსავლეთიდან გადაიყვანეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მისი კომენტარი გამოქვეყნდა საგარეო დაზვერვის სამსახურის ვებსაიტზე.
”მანამდეც იყო შეტაკებები მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე. სიტუაციის ამჟამინდელი გამწვავება დიდ შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ მისი მასშტაბით, არამედ საგარეო ფაქტორების ფუნდამენტურად ახალი ზეგავლენის გამო. თურქეთი პირველად გამოვიდა ასე ღიად აზერბაიჯანის სახელით. გარდა ამისა, ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება მაგნიტივით იზიდავს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების თავდამსხმელებს”, – თქვა მან.
კომენტარი გააკეთა რა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, ნარიშკინმა გამოხატა იმედი, რომ მხარეები დაბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან.