მთავარიპოლიტიკა

ალიევს უკვე აღარ უჭირავს ხელისუფლების საჭე, აზერბაიჯანს სათავეში ერდოღანი უდგას: მთიანი ყარაბაღის პარლამენტის სპიკერი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  მზად იყო ავანტიურიზმისათვის, მაგრამ 2020 წლის 27 სექტემბერს იგი თურქეთიმა წააქეზა.

ასეთი დასკვნა გააკეთა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არტურ თოვმასიანმა დღეს, მთიან ყარაბაღში გამართულ ბრიფინგზე, სადაც გაანალიზა აზერბაიჯანის პოლიტიკური ვითარება არცახში  დაწყებული ომის გამო.

”მე ვფიქრობ, რომ ილჰამ ალიევი  აღარ არის მისი ქვეყნის სათავეში, რადგან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული ნებისმიერი წინადადებას პასუხობს, რომ თურქეთიც უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში”, – თქვა თოვმასიანმა.

როგორც მთიანი ყარააბღის რესპუბლიკის  პარლამენტის სპიკერმა თქვა, ყველამ უკვე იცის, რომ არცახთან  ომს აწარმოებს არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი.

”მსოფლიოს უკვე ესმის, რომ ეს არ არის ომი აზერბაიჯანის ხალხსა და არცახის ხალხს შორის. ომი უკვე სხვა ეტაპზე მოდის და ვფიქრობ, სახელმწიფოებს უკვე აღელვებთ საკუტარი  ინტერესები. რადგან სომხურ სამყაროში გავლენის დაკარგვით , ისინი საერთოდ დაკარგავენ ამიერკავკასიას. ასეთია  დიდი თურანის პროგრამა, რომელიც დაადგინა თურქეთმა”, – თქვა თოვმასიანმა.

მისივე თქმით, არსებული ფაქტები საკმარისია თურქეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ეროვნულ უმცირესობებს, თოვმასიანის თქმით, ისინი ამ დღეებში უკვე აქტიურები არიან და პროტესტის ნიშნად გააჟღერეს ხმა, რომ  მათი შვილები ფრონტის წინა ხაზზე მიჰყავთ და მათ უკვე დიდი რაოდენობით აქვთ მსხვერპლი.

რაც შეეხება სომხეთს და არცახს, თოვმასიანის თქმით, სომხეთის ორ რესპუბლიკას დღეს ერთი პარტია მართავს – სახალხო პარტია. არცახის  პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.

ნახეთ მეტი
Back to top button