
”ვინაიდან ჩემი პუბლიკაციების ქვეშ ბევრი წერს, რომ აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობაც უნდა გავხადოთ სამიზნედ, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი მხრიდან გამორიცხულია ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
უბრალო მიზეზის გამო, რადგან ჩვენ არ ვართ თურქები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება მათი ტერორისტული არმიის განადგურება. ხოლო ჩვენს მიერ ის სარაკეტო დარტყმები, რომლებიც დიდ ქალაქებში განლაგებულ მტრის სამხედრო ობიექტებზე მიეყენება, ჯერ კიდევ გასაჯაროებას არ ექვემდებარება. ომის შემდეგ, თუ გინდათ, ჩვენ გაჩვენებთ მთლიან სერიალს. მე შემიძლია მხოლოდ ის დავამატო, რომ მათ შედეგად არა მხოლოდ განადგურდა მტრის სარეზერვო ძალების დიდი რაოდენობა, არამედ უკვე ორი დღეა ბაქოსკენ მიმავალ მაგისტრალებზე მასშტაბური საცობებია.
პ.ს. იმედი მაქვს, თქვენ არ ვარაუდობთ, რომ ისინი ფრონტზე მოდიან ”, – ჩანაწერში აღნიშნა არცახის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა.