
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი არის მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების მთავარი ინციატორი – ასეთი პასუხის გასცა სირიის პრეზიდენტმა საინფორმაციო პორტალ Sputnik-ის კორესპოდენტის შეკითხვაზე პრეს-კონფერენციისას, რომელიც მოწყობილი იქნა RIA Novosti-ის ინციატივით.
”ერდოღანი მხარს უჭერს ტერორისტებს სირიაში, იგი მხარს უჭერს ტერორისტებს ლიბიაში, ის არის მთავარი მამოძრავებელი და ინიციატორი ბოლოდროინდელ შეტაკებებისა მთიან ყარაბაღში. საერთოდ, მისი ქცევა საშიშია”, – თქვა ასადმა.
ასადის აზრით, ტერმინი “საერთაშორისო საზოგადოება” სინამდვილეში მხოლოდ ქვეყნების მცირე ჯგუფს ნიშნავს – დიდ სახელმწიფოებს – მდიდარ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ გავლენა პოლიტიკურ სფეროში.
ამავე დროს, ასადის აზრით, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა არის თურქეთის თანამზრახველები ტერორიზმის მხარდაჭერაში.
” მათ იციან რას აკეთებს თურქეთი, მოსწონთ ის, რასაც აკეთებს, თურქეთი ამ ქვეყნების იარაღია რეგიონში თავიანთი პოლიტიკის განსახორციელებლად, მათი იდეების განსახორციელებლად. ამიტომ, ჩვენ საერთოდ ვერ ვენდობით საერთაშორისო საზოგადოებას. შეიძლება დაეყრდნო საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ის არ არსებობს, არ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ უფლების პრაქტიკაში გამოყენებას. ასე რომ, ჩვენ სირიაში უნდა ვენდოთ ჩვენი მეგობრების დახმარებას”, – თქვა მან.