მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ძალადობის უპრეცედენტო ესკალაციას მთიან ყარაბაღში და მის ფარგლებს გარეთ

რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და შეერთებული შტატები მკაცრად გმობენ ძალადობის ესკალაციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და მის ფარგლებს გარეთ.

ამის შესახებ განცხადება გააკეთეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

”რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი, აშშ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წარმომადგენლები მკაცრად გმობენ უპრეცედენტო და  საშიშ ძალადობას მთიან ყარაბაღში  და მის ფარგლებს გარეთ”, – იუწყება  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ბოლოდროინდელი თავდასხმები, რომლებიც სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სამოქალაქო  ობიექტების განადგურებას,  როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ, ისევე როგორც ასეთი თავდასხმების არაპროპორციული ხასიათი, მიუღებელი საფრთხეა რეგიონალური სტაბილურობისთვის.

მინისტრებმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 1 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიმეორეს თხოვნა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეაჩერონ ცეცხლის.

”თანათავმჯდომარეები მზად არიან შეასრულონ ეუთოს და საერთაშორისო საზოგადოების მანდატი მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით. ამ მანდატის თანახმად, ისინი განაგრძობენ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მოუწოდებენ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ შეთანხმება, რომ განაახლებენ მოლაპარაკებების პროცესს არსებული ფუნდამენტური პრინციპებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, რომლებიც ორივე მხარისთვის კარგად არის ცნობილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button