მთავარიპოლიტიკა

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”. აზერბაიჯანი ასევე უგულებელყოფს ირანის უსაფრთხოებას

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს სპიკერის შუშან სტეფანიანის ინფორმაციით, არცახის თავდაცვის არმიის ცნობით, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სარეზერვო ძალების და მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა არცახსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტის ხაზის სამხრეთ მიმართულებით.

”მათ ბრძოლის ველზე გამოიტანეს ტანკები და არტილერია. მტერი ასევე უგულებელყოფს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის უსაფრთხოებას”, – აღნიშნა სტეფანიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, მეთოდურად და გამუდმებით ნადგურდება მტრის მრავალრიცხოვანი  შესაძლებლობები.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”, – ამბობს სტეფანიანი.

6 ოქტომბრის 09:00 საათისთვის მტრის ცეცხლის შედეგად დაიღუპა 244 სამხედრო და 19 სამოქალაქო პირი. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტერს 3454 მსხვერპლი ჰყავს, 5000-ზე მეტი დაჭრილი.

ნახეთ მეტი
Back to top button