მთავარიპოლიტიკა

ლავროვი მზად არის შეხვდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს

,,News.am” წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის  მთიანი ყარაბაღის მდგომარეობის შესახებ მოსკოვში შეხვედრის  გამართვისათვის მზადყოფნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა შეხების ხაზზე მოქმედი საომარი და სამხედრო მოქმედებების  და მშვიდობიანი მოსახლეობას შორის მსხვერპლის ზრდის გამო.

რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის საკითხს.

აღინიშნა, რომ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად გააგრძელებს მხარეებს მოლაპარაკებების პროცესის განახლებას მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების ძირითადი პრინციპების საფუძველზე. ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისათვის მოსკოვში.

ნახეთ მეტი
Back to top button