პოლიტიკა

მოვუწოდებთ შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება კრიმინალური სამეულის ალიანსისათვის: არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საერთაშორისო ტერორიზმის მიერ არცახის  წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტასთან,  კრიმინალური სამეულისათვის  იარაღის მიწოდებასთან და ამ მიზნისათვის მათთვის საჰაერო სივრცის დათმობასთან  დაკავშირებით.  

საომარი  შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე ეჭვს არ იწვევს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ დაწყებული აგრესიული ომის რეალური მიზანი ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაციების ბოევიკების მხარდაჭერით არის არცახელი ა ხალხის განადგურება, როგორც სომხეთის გენოციდის პოლიტიკის გაგრძელება.

ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნების მთავრობებს, შეწყვიტონ  აგრესია და საერთაშორისო ტერორიზმი არცახის  წინააღმდეგ, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კრიმინალური სამეულისათვის , აგრეთვე არ დაუთმონ  თავიანთი ტერიტორია და საჰაერო სივრცე აზერბაიჯანსა  და თურქეთს  სამხედრო იარაღით მომარაგებისათვის . ”ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიარონ არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რაც აღმოფხვრის არცახის  ხალხისთვის არსებულ საფრთხეს, შეაჩერებს არაჰუმანურ  აგრესიას არცახის  წინააღმდეგ და აღადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button