მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის ვაჟი წინა ხაზზეა: სად არის ალიევის ვაჟი ?

აზერბაიჯანელებმა ნამდვილი შოკი განიცადეს. სომხეთის რესურსებში გამოჩნდა ახალი ცნობა, რომ სომხეთის პრემიერ- მინისტრის ვაჟი  აშოტ ფაშინიანი,  რომელმაც  სამხედრო სამსახური ახლახან დაასრულა და ჯარიდან დემობილიზდა,   ყარაბაღის დასაცავად მოხალისედ წავიდა!  ჩვენი თანამემამულეების თვალსაზრისით, ეს წარმოუდგენელია….

ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება მთავარი კითხვა: სად არის ახლა ილჰამ ალიევისა და მეჰრიბან ხანუმის ქმედუნარიანი  შვილი? ვნახეთ იგი ბოლო დღეებში? სად არის ჩვენი  “ოქროს ბიჭი”?  ანიავებს  სახელმწიფო ხაზინას  სადმე ანატოლიის სანაპიროზე? ერთობა ევროპის დედაქალაქებში? დანამდვილებით ვერ  ვიტყვი.არ ვიცი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი  ̶  ის არ არის ფრონტზე. მამამისის მიერ გაჩაღებული ომი არ არის მისი ომი. ის სადღაც ძალიან შორს არის,  მისთვის. მას არ ესმის ბომბების აფეთქების ხმები, ვერ ხედავს თანამებრძოლების სიკვდილს. ან  შეიძლება მას ჰყავდეს თანამებრძოლები?  მაქსიმუმი რაც შეიძლება ჰყავდეს, ეს არის პარტნიორები პოკერში.  

დღეს ბევრ თქვენგანმა ნახეთ სოციალურ ქსელებში:  აზერბაიჯანელი დედები ფაქტიურად შეეტაკნენ პოლიციას, ხელში ართმევდნენ მათ ვაჟებს.  ყვირილი, ცრემლები, გულყრა…  და რაც მთავარია  –  რისხვა, დამსახურებული  რისხვა!

შენი აღსასრული ახლოსაა, ალიევ! უდანაშაულო ადამიანების სისხლი თქვენს სინდისზეა. ეს ომი აზერბაიჯანის ხალხების მოთმინების ბოლო წვეთია.

არიფ  ალაიჯი

წყარო: https://www.talyshistantimes.com/upl…/news/sin_pashinyan.jpg)

ნახეთ მეტი
Back to top button