მთავარიპოლიტიკა

5-6 ათასი სომეხი ახალქალაქში მიტინგს მართავს არცახის მხარდასაჭერად

 რამდენიმე ათასი სომეხი მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს ახალქალაქის სტადიონზე, არცახის მხარდასაჭერად. ინფორმაცია მიაწოდა ქართველმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმა ,,სპუტნიკი სომხეთ“-თან სატელეფონო საუბრისას, რომელიც ამჟამად მონაწილეობს აქციაში.

”აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა, იგი ტარდება არცახის დასახმარებლად, შეიკრიბა დაახლოებით 5-6 ათასი სომეხი”, – აღნიშნა მანუკიანმა.

აქციის ფარგლებში, ორგანიზატორები აპირებენ შეაჯამონ ამ პერიოდის განმავლობაში არცახისთვის შეგროვებული დახმარების ოდენობა.

მონაწილეებს თან ჰქონდათ არცახში დაღუპული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც წარმოშობით ჯავახეთიდან იყვნენ, მაგრამ სომხეთში ცხოვრობდნენ.

აქციის დასრულების შემდეგ ისინი წმიდა ჯვრის ეკლესიისკენ გაემართებიან, სადაც შეკრებილი სომხები ლოცვას აღავლენენ და სანთელს დაანთებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button