
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრი, აზერბაიჯანოლოგი ტათევიკ ჰაირაპეტიანი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის არმია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჯერ კიდევ სთხოვენ ცეცხლის შეწყვეტას სომხურ მხარეს. “არმენპრესი”-ს გადმოცემით, ამის შესახებ პარლამენტის სხდომის დროს განაცხადა ჰაირაპეტიანმა.
”ამ საათებში, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში იმყოფება, ბაქომ გამოაცხადა, რომ აგრძელებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ აშკარად ადასტურებს, რომ ოფიციალური ანკარა უბრალოდ უბიძგებს ბაქოს საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ. ჩავუშოღლუმ ფაქტობრივად თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტას აზრი არ აქვს, ცეცხლის შეწყვეტას რაიმე მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ აზერბაიჯანის არმია, პირადად ილჰამ ალიევი, სომხურ მხარეს ჯერ კიდევ სთხოვს ცეცხლის შეწყვეტას, განხილვას არ ექვემდებარება. იმასაც, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით რეალურად მუდმივად უკვე დამარცხებულ და დამარცხების ეტაპზე არსებულ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ, ვფიქრობ, მეორე აზრი არ შეიძლება ჰქონდეს”, – აღნიშნა ჰაირაპეტიანმა.
დეპუტატმა დასძინა, რომ მსოფლიო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ბრძოლა ეხება მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, ეგზისტენციალურ უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე ტერორისტებთან ბრძოლას, რასაც აშკარად მხარს უჭერს თურქეთი.
”თურქეთს უნდა ჩამოერთვას რეგიონში არცახის საკითხში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამის გარეშეც მყიფე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა”, – აღნიშნა ტათევიკ ჰაირაპეტიანმა.