პოლიტიკა

ერდოღანი უკვე პუტინის ნერვებზე მოქმედებს და მიუახლოვდა “წითელ ხაზს”: თურქი ანალიტიკოსი

თურქმა ანალიტიკოსმა ქერიმ ჰასმა  აზრი გამოთქვა აზერბაიჯანისადმი თურქეთის მხარდაჭერისა და სირიელი ტერორისტების მონაწილეობის შესახებ არცახის  წინააღმდეგ ომში.

თურქულ Ahval- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ქერიმ ჰასმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მოქმედებს  პუტინის ნერვებზე კავკასიაში და მიაღწია “წითელ ხაზს”.

ქერიმ ჰასის თქმით, თურქეთს ყარაბაღი აერია სირიასა და ლიბიაში.  ”ყარაბაღი რუსეთის პირდაპირი გავლენის ზონაა და რუსეთი ნებას არ მისცემს თურქეთს, რომ უფრო ღრმად შეტოპოს. თუმცა გარეგნულად პუტინი დუმს,  სინამდვილეში მას აქვს პოლიტიკა. პუტინს ასევე შეუძლია გამოიყენოს  სტრატეგია, რომ ფაშინიანი, რომელმაც უფრო პროდასავლური ხაზი აიღო, „სწორი მიმართულებით“ მოაქციოს.

ერდოღანმა   ჯიჰადისტი ტერორისტები თურქეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად აქცია.

”ცოტაც აკლია და რუსეთი ღიად განაცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ჯიჰადისტი ტერორისტები სირიიდან ერდოღანის თურქეთმა გადმოიყვანა,” – თქვა ქერიმ ჰასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button