მთავარიპოლიტიკა

ერდოღანს აქვს შეთანხმება არცახის წინააღმდეგ ომში ახალი ტერორისტული დაჯგუფებების ჩართვის შესახებ

დაზვერვის მონაცემების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მიაღწია შეთანხმებას ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერთან გულბედდინ  ჰიქმეთიართან, არცახის  წინააღმდეგ ომში ახალი ტერორისტული დაჯგუფებების ჩართვის შესახებ.

ამის შესახებ არცახის  რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

”წყაროს თანახმად, უახლოეს დღეებში დაქირავებულებს  აზერბაიჯანში გადაიყვანენ. ეს კიდევ ერთი უდავო ფაქტია, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს რეგიონი  გადააქციოს ტერორისტულ ბუნაგად უმაღლეს დონეზე”, – წერს პოღოსიანი და დეტალებს ამატებს გულბედდინ  ჰიქმეთიარის  შესახებ.

გულბედდინ  ჰიქმეთიარი არის ავღანელი ბოევიკი, რომელიც ორჯერ მოკლე ხანით დაიკავა ავღანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა  1990-იან წლებში. შეერთებულმა შტატებმა 2003 წელს გამოაცხადა ტერორისტად, იგი შეტანილია გაეროს შავ  სიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button