მთავარიპოლიტიკა

თურქეთის ჩართულობა ცვლის კონტექსტს. ფაშინიანი მსოფლიოსათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პირველი არხის გადაცემაში “დრო გვიჩვენებს” თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გამოვიდა რეგიონული ჩარჩოებიდან.

”ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგიონს … ასი წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა ორი მიზეზის გამო: გააგრძელოს სომხების გენოციდის საიმპერატორო პოლიტიკა ჩრდილო – აღმოსავლეთით და სამხრეთ – აღმოსავლეთში”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ზონაში არიან ექსტრემისტები და საერთაშორისო ტერორისტები.

”ეს უკვე საშიშია დიდი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ”და ეს საფრთხის წყაროა მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – დასძინა ფაშინიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებული მებრძოლები, რათა ისინი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ინფორმაციის თანახმად, მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის 1,5-2 ათასი დოლარი გადაუხადეს.

ეს ინფორმაცია დაადასტურეს არა მხოლოდ სომხეთისა და არცახის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიამ და უცხოელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ სირიის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა. საფრანგეთმა და რუსეთმა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ ყარაბაღის დაპიისპირების ზონაში სამხედრო მოქმედებებში დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ სირიიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button