
ირანის მხრიდან არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გაუკეთა რა ირანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ ამირ ხათამის განცხადებას, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
”ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ ირანის მხრიდან პოლიტიკური და სამხედრო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ის მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.
შეგახსენებთ, რომ თეირანმა დღეს თავდაცვის მინისტრის დონეზე განაცხადა, რომ მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციების დროს გამოყენებული ბომბები უახლოეს მომავალშიც ირანის ტერიტორიაზე მოხვდება.
”ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, – თქვა მან. ნებისმიერი ტიპის თავდასხმა ჩვენთვის მიუღებელია, და თუ ეს ნაბიჯები განმეორდება, ჩვენ გაფრთხილებიდან გადავალთ უფრო უხეშ საშუალებებზე“.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა საიდ ჰატიბზადემ განაცხადა დაბომბვის შესახებ.
შემთხვევითი ჭურვები დაეცა სასაზღვრო სოფელ ფარვისხანლუს მიდამოში, რომელიც მდებარეობს ირან-არცახის საზღვრიდან 10-12 კმ-ში, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაშავდა.