
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ცეცხლი ყარაბაღში.
”ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ტრაგედიაა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ, რადგან აზერბაიჯანი, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არის ის ადგილები, რომლის მაცხოვრებლები ჩვენთვის უცხო არ არიან”, – აღნიშნა მან ტელეკომპანია ”როსია 24” -თან ინტერვიუში.
პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის შეასრულოს სომხეთის წინაშე თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობას არ აქვს კითხვები რუსეთთან სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულების შესახებ. პუტინმა აღნინშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტშია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
”ხალხი კვდება, ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ”ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი უახლოეს მომავალში დასრულდება”, – აღნიშა მან.