
არცახის პრეზიდენტის მრჩეველმა დავით ბაბაიანმა მოუწოდა არ იჩქარონ დასკვნების გაკეთება ქართული მხარის ქმედებებზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უწყობს იარაღის გადატანას თურქეთიდან აზერბაიჯანში, ამავე დროს ხელს უშლის საქონლის სომხეთში გადატანას.
როგორც დავით ბაბაიანმა ხაზი გაუსვა, დასკვნებისადმი განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და პირველ რიგში აუცილებელია ყველა მტკიცებულების შეგროვება, რომ დასკვნებში 100% დარწმუნებული ვიყოთ.
”ჩვენ საქართველო და ქართველი ხალხის მეგობრად მიგვაჩნია. თუ სომხეთში სახელმწიფოებრიობა არ იქნება, საქართველოში სახელმწიფოებრიობა თვეების, თუ არა საათების საკითხია. თუ საქართველოში ვინმეს სჯერა, რომ სომხეთისა და არცახის სახელმწიფოებრიობის გარეშე, თუნდაც არ აღიარებული, შეიძლება არსებობდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისინი ცდებიან. იმიტომ რომ საქართველოც გახდება ტერორისტებისა და პანთურქიზმის სამიზნე.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს ეს კარგად ესმის. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოსთვის. ”თუ ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი მისია, საფრთხე ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც”, – განაცხადა დავით ბაბაიანმა.