
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ სომხურმა ნაწილებმა სცადეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზიანება თავხედური ტყუილია.
”ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მიზანში არ ვიღებთ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას. თუმცა, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, განადგურდება ყველა სამხედრო ობიექტი, სამიზნეები, საიდანაც ცეცხლი იქნება გახსნილი არცახის მიმართულებით”, – წერს ის.