მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში გაიმართება სასწრაფო დებატები არცახის საკითხზე

,,სპუტნიკი სომხეთის” ინფორმაციით,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომიტეტი გეგმავს გადაუდებელი დებატების გამართვას არცახში არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ნათელი სომხეთის” ხელმძღვანელმა ედმონ მარუქიანმა.

”არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს რეზოლუციის მიღება ევროპის საბჭოს მიერ”, – აღნიშნა მარუქიანმა.

დებატების დღე ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ როგორც კი ცნობილი გახდება, დეპუტატმა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების პირობა დადო.

მარუქიანი ევროსაბჭოში გუშინ წარმოდგენილ არცახის მომხრე და პრო-სომხურ გამოსვლებს ასევე მიიჩნევს  სომხეთის საპარლამენტო ძალებისა და დიპლომატიის მუშაობის შედეგად.

”ჩვენ შევძელით ჩვენს ყველა პარტნიორს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი იყენებს ტერორისტულ პოტენციალს, კვებავს საერთაშორისო ტერორიზმს, უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს. ვფიქრობ, ეს სერიოზული მიღწევაა ტერორისტული აზერბაიჯანის წინააღმდეგ”, – აღნიშნა მარუქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button