
აუცილებელია აღკვეთილი იქნას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ტერიტორიაზე დაქირავებულებისა და ტერორისტების შეღწევა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების გენერალური პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
”25 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობაში მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შესაქმნელად. არ უნდა დავუშვათ ამ მექანიზმის დაშლა. ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანები და მათი ღირსეული, უსაფრთხო, მშვიდობიანი ცხოვრების უფლების დაცვა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მოიცავს კონფლიქტის ზონაში დაქირავებულთა და ტერორისტთა, იარაღის უკანონო ტრეფიკინგში მონაწილე პირთა და ტერორისტული ქმედებების დამფინანსებელ პირთა შეღწევის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას.