მთავარიპოლიტიკა

მნაცაკანიანი და ლავროვი იმსჯელებენ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე: ზახაროვა მომავალი ვიზიტის შესახებ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმსჯელებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც წარმოდგენილი იყო მნაცაკანიანის მოსკოვში ვიზიტის დეტალები.

„11-13 ოქტომბერს დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზორაბ მნაცაკანიანის ვიზიტი მოსკოვში.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები,  რომლის დროსაც განიხილება საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.  აშკარაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება ყურადღების ცენტრში იქნება მოქცელი.   რუსეთი, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე  როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი, მუდმივად ცდილობს ცეცხლის დაუყოვნებლად შეჩერებას და მოლაპარაკებების პროცესის განახლების პირობების შექმნას”, – თქვა ზახაროვამ.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა  სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს აქვს მოკავშირული ხასიათი, გამოირჩევა ინტენსიური დიალოგებით, როგორც უმაღლეს, ასევე რიგ სხვა დონეზე.

”მოსალოდნელია, რომ ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას”, – თქვა მარია მან.

ნახეთ მეტი
Back to top button