მთავარიპოლიტიკა

რუსეთმა შესთავაზა სომხეთს და აზერბაიჯანს მოსკოვში ჩატარებული იქნას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

რუსეთი ატარებს კონსულტაციებს მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.  ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 8 ოქტომბრის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს აქტიურ შუამავლობის მცდელობებს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის მიზნით. ზახაროვამ შეახსენა, რომ თანათავმჯდომარე ქვეყნების – რუსეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების პოზიცია ნათლად გამოიკვეთა სახელმწიფოთა მეთაურების განცხადებაში.

”შემუშავებულია სამოქმედო სხვადასხვა  გეგმა, მათ შორის ჩვენი წინადადება შეიქმნას  მოსკოვის პლატფორმა  რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით.  მიმდინარეობს კონსულტაციები  შესაძლო შეხვედრის პირობებთან დაკავშირებით”, – თქვა ზახაროვამ

ნახეთ მეტი
Back to top button