პოლიტიკა
სერგეი შოიგუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა დავით ტონოიანთან და ზაქირ ჰასანოვთან

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან დავით ტონოიანთან და ზაქირ ჰასანოვთან, იუწყება RT TV.
აღინიშნება, რომ სერგეი შოიგუმ ტონოიანთან და ჰასანოვთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა განიხილა.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთი არაერთხელ მოუწოდებდა საომარი მოქმედებების შეწყვეტას.