პოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქებისგან განსხვავებით, სომხები საკუთარი სისხლით იცავენ თავიანთ მიწას

სომხები, თურქებისგან განსხვავებით, საკუთარ მიწას საკუთარი სისხლის ფასად იცავენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა 7 ოქტომბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა და პასუხი გასცა რა კითხვას თურქული მხარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის  –  ქურთი ბაევიკების არცახის მხარეზე ბრძოლის შესახებ.  

”ამ ზღაპრებს 30 წლის განმავლობაში ვუსმენდით, თქვენაც უსმენთ,  რომ  სომხეთი ეხმარება ან ქურთი ბოევიკები ეხმარებიან სომხეთს. მაგრამ არანაირი თანამშრომლობის დასტური არ არსებობს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად არ სჭირდებათ ქურთების დახმარება. თურქეთისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს მიწას  ვიცავთ ჩვენი სისხლის ფასად და არა დაქირავებული ჯარისკაცებით”, – თქვა არწრუნ ჰოვანისიანმა.

მან დაადასტურა, რომ სომხურ მხარეს აქვს სამტკიცი  აზერბაიჯანის აგრესიაში თურქეთის უშუალო მონაწილეობის შესახებ. ”არსებობს ფაქტები, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა დარტყმას გეგმავს. საჰაერო დარტყმებს მთლიანად ხელმძღვანელობენ თურქი სპეციალისტები. აშკარა ფაქტები არსებობს თურქეთიდან ინსტრუქტორებისა და ჯაშუშების მონაწილეობის შესახებ. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ინფორმაცია თურქეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ნაწილების შესახებ.

”იქნებ თურქებისთვის უფრო მომგებიანია, თუ მათ ნაცვლად  ჯიჰადისტებს მოკლავენ”, – თქვა ჰოვანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button