მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის დარეგულირების საკითხში აშშ და რუსეთი ერთ მხარეზე დგანან. ო’ბრაიენი

 ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ერთ-ერთი საკითხია, სადაც რუსეთი და შეერთებული შტატები ერთ მხარეს არიან. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ობრაიენმა.

”ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უნდა ვეცადოთ რეგიონში მშვიდობის დამყარებას. ასე რომ, არსებობს მიმართულება, სადაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაენმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.

მხარეებმა განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი მათი მიდგომები ემთხვა. მათ დაადასტურეს, რომ პრობლემის გადაწყვეტის მოსაძებნად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button