საკუთარი ბედისწერის შესახებ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანი კი არ იღებს, არამედ თურქეთი. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ პერიოდულ გამოცემა “Spiegel” – თან ინტერვიუში.
”ჩვენი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბური ომი, ამდენი ძალის, აღჭურვილობის, იარაღის გამოყენებით, 21-ე საუკუნეში საერთოდ არ ყოფილა, ან თუ კიდეც ყოფილა, არც ასე ხშირად. და ამას აქვს ერთი ახსნა. თურქეთის მონაწილეობა ომში”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი აზრით, 100 წლის შემდეგ თურქეთი ბრუნდება სამხრეთ კავკასიაში, რათა გააგრძელოს სომხური გენოციდის პოლიტიკა. მაგრამ მისი მოტივი არ არის მხოლოდ სომხების მიმართ სიძულვილი.
”სამხრეთ კავკასიის სომხები ბოლო დაბრკოლებაა თურქეთისთვის ექსპანსიონისტურ-იმპერიული პოლიტიკის გატარების გზაზე”, – თქვა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ გაზეთთან საუბრისას უამბო ომის პირველი წუთების და საათების შესახებ. მან ომის ამბები შეიტყო არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, შემდეგ ესაუბრა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. შემდეგი ნაბიჯი იყო უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე მობილიზაციის გამოცხადება.
”იმის გამო, რომ ჩვენ შევაფასეთ, და მოგვიანებით ვნახეთ, რომ საფუძვლის გარეშე სომხეთის რესპუბლიკაზე თავდასხმის უშუალო საფრთხე არსებობს. და ჩვენ ვნახეთ, რომ მომდევნო დღეებში სომხეთის დასახლებები დაბომბეს, მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლი მოჰყვა. ერევნის და მეზობელი ქალაქების ცაზე გამოჩნდნენ მტრის უპილოტო მფრინავი აპარატები”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეეხო რა იმ კითხვას, არის თუ არა კომპრომისის შესაძლებლობა, მაგალითად, უსაფრთხოების ზონის ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა უპასუხა, რომ დამბრუნებელი თვითონ კი არ არის, არამედ მთიანი ყარაბაღის ხალხი.
”ამ შემთხვევაში კი ვინ იქნება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი?” – დასძინა მან.