მთავარიპოლიტიკა

ერევანისა და ბაქოს კონსულტაციები გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. რფ საგარეო საქმეთა სამინისტრო

ერევანისა და ბაქოს კონსულტაციები მოსკოვში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამის შესახებ იუწყება ,,რია-ნოვოსტი“  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინიშნებით.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მონაწილეობა მოსკოვში კონსულტაციებში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მოლაპარაკებებზე მიიწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეჩერებას ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ტყვეთა და მსხვერპლთა ცხედრების გაცვლის მიზნით.

მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება,  8 და 12 ოქტომბერს, ჟენევაში და მოსკოვში, შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button