მთავარიპოლიტიკა

ერევანში დაიწყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ ერევანში დაიწყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა.

ეს ხდება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში. ყირგიზეთის მთავრობის მეთაური, მაჰმადყალი აბილგაზი, შეხვედრას არ ესწრება ქვეყანაში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარების გამო.

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირადად ხვდება სტუმრებს. შეხვედრას ესწრებიან რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრები მიხეილ მიშუსტინი, ასკარ მამინი და რომან გოლოვჩენკო.

დღის წესრიგის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრი ქვეყნების ლიდერები აპირებენ განიხილონ კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის 2025 წლამდე ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების პროექტები, ელექტრონული კომერციის რეგულირების და სხვა საკითხები.

შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  ქვეყნებში კორონავირუსის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ყოვლისმომცველი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დაგეგმილია კავშირის წინა წლის ბიუჯეტის შესრულების წარდგენა და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრი ქვეყნების საქონლის ექსპორტის ხელშემწყობი ერთობლივი ზომების შემუშავების შესახებ. გარდა ამისა, მონაწილეები განიხილავენ ინდივიდუალური პროდუქციის მარკირების საკითხებს იდენტიფიკაციის გზით.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურები გეგმავენ აგრო ინდუსტრიული კომპლექსის განვითარების საკითხის დამტკიცებას: მიწოდების და მოთხოვნის პროგნოზები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, სელის, ტყავის ნედლეულზე, ბამბზე 2020-2021 წლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს წინა სხდომა მინსკში შედგა ივლისში.

ნახეთ მეტი
Back to top button