
პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს მიხეილ მიშუსტინს ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის ფარგლებში.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის პრემიერ -მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტი და მან სინანულით აღნიშნა, რომ ეს მოხდა მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ბატონი მიშუსტინი უკვე სხვა პირობებში ეწვევა ჩვენს ქვეყანას.
შეხვედრის დასაწყისში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს საომარი მოქმედებების დასრულების აუცილებლობას.
ნიკოლ ფაშინიანმა და მიხეილ მიშუსტინმა ისაუბრეს სომხეთ-რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მრეწველობა.
პრემიერ- მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო კორონავირუსთან ბრძოლის ნაბიჯებს.