მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა განაახლოს მშვიდობიანი დიალოგი ყარაბაღის საკითხზე: ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის EEU მთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა განაახლოს მშვიდობიანი დიალოგი ყარაბაღის საკითხზე.

”ჩვენი ხალხი გაერთიანებულია ისე, ვიდრე ოდესმე, მზად არის დაიცვას საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ერთგულნი ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებისა, მზად ვართ სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის, ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეუთოს თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებების თანახმად”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას აზერბაიჯანის მოქმედებების გამო ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ  რუსეთში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, მხოლოდ მსხვერპლთა და ტყვეთა გაცვლის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button