მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა აზნავური მისცა მსოფლიოს, ხოლო თურქეთმა?: პარიზში სომხური თემის დემონსტრაცია დასრულდა

ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა პარიზში თურქეთის საელჩოსთან. საფრანგეთისა და სომხეთის საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ სომხური სამფეროვანი დროშებით, რომელზეც წარწერილი იყო  „არცახი სომხეთია“ და გამოხატავდნენ მხარდაჭერას არცახისადმი.

საზოგადოების ყველაზე აქტიურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ტერორისტული ქვეყნები არიან და 30 წლის წინ არცახმა  დაადასტურა, რომ  აქვს თავისუფლად  და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება.

”სომხეთმა მსოფლიოს მისცა  შარლ აზნავური, მისაკ მანუშიანი, ხოლო თურქეთმა? მათ ასეთი ხალხი არ ჰყავთ. ნუთუ მსოფლიო ვერ ხედავს? ”- თქვა დიასპორის  წარმომადგენელმა ავეტის  ავეტისიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დიასპორის წარმომადგენლები აქ  შეიკრიბნენ რათა უთხრან „არა“ ახალ გენოციდს.  ჩვენ აღარ ვართ ის სომხები, რომლებიც 105 წლის წინ დერ-ზორის უდაბნოებში გარეკეს.

ავეტისიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყველანი ზურგის ჯარისკაცები არიან. სომხეთმა და ფრონტის ხაზზე მებრძოლმა ჯარისკაცებმა უნდა იგრძნონ ის ძალა, რასაც დიასპორა წარმოადგენს.

მან მოუწოდა ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებია შემოწირულობა სრულიად სომხური ფონდის „სომხეთის“ ანგარიშზე, გადარიცხონ,  ხოლო ვინც უკვე გადარიცხა, უნდა გაიმეორონ.

ნახეთ მეტი
Back to top button