მთავარიპოლიტიკა

შეჩერებული იქნას სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე: პუტინი

განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. იგი გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე.

განცხადების ტექსტი მოცემულია ქვემოთ:

„ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰუმანიტარული  მიზეზების გამო, რათა მოხდეს მსხვერპლთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლა.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი იქნებიან მოსკოვში ამ საკითხებზე კონსულტაციების ჩასატარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button