
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავენ 12 ოქტომბრის სხდომაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილი შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარასკევს განუცხადა ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
”ვფიქრობ, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ მოსკოვში. დაველოდებით შეხვედრის შედეგებს და ორშაბათს განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მოგვარებაში”, – აღნიშნა მან, იუწყება TASS.