
აზერბაიჯანი არა მხოლოდ აგრძელებს შეტევას, არამედ მიზანში იღებს სამოქალაქო დასახლებებსაც. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი.
„თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები აჩერებენ მტრის შეტევებს სამხრეთით. ამავდროულად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ ჰადრუთს ცეცხლის ქვეშ ატარებენ”, – ნათქვამია ცნობაში.
აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხური მხარე ცეხლს უხსნის ტარტარისა და აღდამის რეგიონებს.
„მორიგი სიყალბეა”, – წერს სტეპანიანი აზერბაიჯანის განცხადებებთან დაკავშირებით.