მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი საჰაერო შეტევაზე გადავიდა. თავდაცვის სამინისტრო:

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საჰაერო შეტევაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფანიანი.

”აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ახლა დაიწყეს საჰაერო დარტყმა, დიდი რაოდენობით უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით”, – წერს სტეფანიანი.

მან ხაზი გაუსვა, რომ მტერი ცდილობს უზრუნველყოს უპირატესობა ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტამდე, მაგრამ უშედეგოდ.

მანამდე გაცნობებდით, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა გაააქტიურა უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენება. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის შუშან სტეფანიანის თქმით, აზერბაიჯანმა გამოიყენა მოიერიშე უპილოტო მფრინავი აპარატები აზერბაიჯანის ქაშათაღის რაიონის იერიცვანქის სოფლის თემის, სომხეთის რესპუბლიკის კაპანის რაიონის არწვანიკის დასახლებების მიმართულებით. ამ დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს დედაქალაქი სტეფანაკერტი.

ნახეთ მეტი
Back to top button