მთავარიპოლიტიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა იუნესკოს წარუდგინა ღაზანჩელთა მონასტრის დაბომბვის ფაქტები

საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუშალოს აზერბაიჯანის გენოციდურ პოლიტიკას. წერილით მივმართე იუნესკოს გენერალურ დირექტორს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

”შუშის ღაზანჩელთა სახელობის წმინდა მაცხოვრის მონასტრის დაბომბვის საპასუხოდ, მე, სხვადასხვა საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციების რიცხვში, წერილი გაუგზავნე იუნესკოს გენერალურ დირექტორსაც, სადაც ყურადღება გავამახვილე აზერბაიჯანის გენოციდული ხელწერის კულტურულ კომპონენტზე.

ამ დღეებში აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი აგრესიის ფარგლებში, მე წარმოვადგინე ადრეული შუასაუკუნეების სომხური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის, სომხური ხუროთმოძღვრების ძვირფასეულობის – შუშის ღაზანჩელთა მონასტრის დაბომბვის ფაქტები, საკუთარ მიწაზე სომეხი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლის მიზნით. მათ შორის, შევეხე სომხური ცივილიზაციის მთავარი არეალებიდან  ერთ-ერთს, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ნახჭევანში.

ამავე დროს, შუშში მუსლიმური მეჩეთის რეკონსტრუქციის მაგალითით, მე ვაჩვენე აბსოლუტურად საპირისპირო ვითარება კულტურული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, რაც არცახის თავისუფალ რესპუბლიკაში არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დამიზნება არის სამხედრო დანაშაული და გენოციდური პოლიტიკა. ”მე მოგიწოდებთ მკაცრად დაგმოთ აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე აგრესია, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება, კულტურული გენოციდი, რომლის მსხვერპლნიც შეიძლება გახდეს არცახის რესპუბლიკის დაახლოებით 4000 ძეგლი”, – წერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button