
აზერბაიჯანის, თურქეთის, ტაკფირის ტერორისტებმა და ისრაელმა შექმნეს ალიანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ წერს ირანული Mashreghnews.
ვებგვერდზე ნათქვამია, რომ თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაყვანილი ტერორისტების რაოდენობა 900-დან 2000-მდე გაიზარდა. ვებსაიტის თანახმად, ტერორისტები სულთან მურადის, ჯაიშ ალ-შარგის, ალ-ჰამზა, ალ-ნოხბა, ალ-შამის დაჯგუფებებიდან არიან და განთავსდნენ თართარის რაიონის დასავლეთში, ყარაბაღ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონებში, აგრეთე ხოჯავენდის, აღდამის, მარტაკერტის დასავლეთში.