
არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის მიერ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღევევის შესახებ.
”ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევას, რომელიც მიღებული იქნა რუსეთის ფედერაციის შუამავლობით ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის ჰუმანიტარული მიზნებისთვის. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საერთაშორისო ტერორისტების სამეულმა თავდასხმა დაიწყო დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. აზერბაიჯანმა თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის გარიყული სახელმწიფო, რომელიც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს 5 წუთითაც კი.
დღევანდელი მოღალატური შეტევა დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს მხოლოდ სამხედრო მოქმედებების მომზადების საფარველად მიიჩნევს.
შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია გარიყული სახელმწიფოს შეჩერება მხოლოდ ერთი გზით, არცახის რესპუბლიკის აღიარებით, რაც უზრუნველყოფს აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ჩვენი რესპუბლიკის, ასევე მთელი რეგიონისთვის. ”