
გავეცანი ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადიდან 5 ქალს, ისინი გმირი სუპერპროფესიონალი კონტრაქტული ჯარისკაცები არიან, რომლებიც იყენებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას, უბრალოდ მშვენივრად გამოიყურებიან, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ბუზი არ გამოეპარებათ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა სომხეთის ერთობლივ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა.
ჰოვანისიანის თქმით, ჩვენ გვყავს ქალი სნაიპერები, არტილერისტები, თუნდაც ოცეულის მეთაურები, რომლებიც ყოველდღე ასრულებენ საბრძოლო დავალებებს და ხდებიან გმირები. ”ჩვენ გავიცანით გოგონა, რომელმაც 6 თვის ბავშვი დედას დაუტოვა და ომში წამოვიდა”, – თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.