
საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურად უარყო აზერბაიჯანული ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეეშალა სომხეთში სამხედრო ტვირთის გადატანის შემთხვევას, ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს Facebook გვერდზე.
,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან “ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტში შემოვიდა საერთაშორისო ტვირთგადაზიდვის განმახორციელებელი სატვირთო მანქანა, რომელსაც მართავდა სხვა ქვეყნის მოქალაქე.
საბაჟო ოფიცრების მიერ რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა სატრანზიტო ტვირთმა გაიარა შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურები.
ამავდროულად, საქონლის შემდგომი საბაჟო კონტროლის, საქონლის კამერული შემოწმების, ვიზუალური შემოწმების შედეგად, სამხედრო ტვირთი არ იქნა ნაპოვნი, შესაბამისად, კანონის დარღვევა არ მომხდარა.
”აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მხრივ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა დადასტურებულია, და მან გააგრძელა მოძრაობა შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ”, – ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
